ერთი წელი ემიგრაციაში ანუ ამერიკელობას გვართმევენ

ემიგრანტები

დიახ ამერიკელობას გვართმევენ. საქართველოში ყველას ჰგონია რომ ამერიკაში ყველა უცხოტომელს სიხარულით იღებენ. სამწუხაროდ ეს ასე არ არის. ბევრ ადამიანს შეხვდებით ისეთს, რომელთაც საკმაოდ ნეგატიური განწყობა აქვთ ემგირანტების მიმართ. ფიქრობენ რომ არალეგალური თუ ლეგალური ემიგრანტები “ძირძველ” ამერიკელებს ართმევენ თავიანთ თვითმყოფადობასა და კულტურას. ძირითადი ნეგატიური განწყობა მიმართულია ლათინო ამერიკელების მიმართ. თუმცა უნდა აღინიშნოს ორი ფაქტორი. ერთი ის რომ ამერიკის სახელმწიფოს არსი დამყარებულია ემიგრაციაზე. ანუ ვიღაც თეთრკანიანი რომელიც ჩამოვიდა ამერიკაში 200 წლის წინ ეუბნება 5 წლის წინ ჩამოსულ მექსიკელს რომ აქ მისი ადგილი არ არის. მეორე არის ის რომ ამ არალეგალების გარეშე ამერიკის ეკონომიკა დარჩება იაფი მუშახელის გარეშე. არალეგალები ძირითადად დაბალშემოსავლიან სერვისის სფეროში მუშაობენ.  არცერთი “ცისფერსისხლიანი” თეთრკანიანი ამერიკელი არ იკადრებს იმუშაოს ისეთ სამუშაოაზე სადაც ეს არალეგალები მუშაობენ. ყოველივე ეს შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამის დასტურად შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ პრეზიდენტობის ერთ ერთი შესაძლო კანდიდატის დონალდ ტრამპის გამონათქვამებს მექსიკელების შესახებ, სადაც იგი მექსიკელებს კრიმინალებს უწოდებს. დონალდ ტრამპს კიდევ აუცილებლად დავუბრუნდებით.

ძირძველი ამერიკელები

ძირითადი წარმოდგენა ამერიკაზე საქართველოში შექმნილი გვაქვს ფილმების საშუალებით. ანუ ძირითადად ვიცნობთ ნიუ იორკს და კალიფორნიას. ჩემი აზრით ნიუ იორკი არ არის რეალური ამერიკის სახე. ეს არის უდიდესი მეგაპოლისი სადაც ყველანაირ ადამიანს შეხვდებით. იგივე შეიძლება ითქვას კიდევ რამოდინიმე დიდ ქალაქზე. რაც შეეხება დანარჩენ ამერიკას რომელიც მოქცეულია ოკეანის სანაპიროებს შორის, ეს არის ერთი დიდი სოფელი.  უკიდეგანო სივრცეები რომლებზეც ძირთადად სიმინდი და სოიო თესია. ამ ადგილებში ცხოვრობენ ნამდვილი ძირძველი ამერიკელები. საკმაოდ კონსრვატიული და ტრადიციების მიმდევარი ხალხი, რომლებიც არასდროს არ ყოფილან ამერიკის საზღვრებს გარეთ და მთელი მსოფლიო ამერიკა ჰგონიათ.  ასეთ ხალხთან ურთიერთობისას ნახევარი საათი მჭირდება იმისთვის, რომ ავუხსნა რომ ნამდვილი ჯორჯიიდან ვარ და როცა ავუხსნი რუკაზე სად ვიმყოფებით, ერთი ნახევარი საათი მჭირდება კიდევ რომ დავუმტკიცო რომ მუსულმანი და ტერორისტი არ ვარ.

რელიგია

კიდევ ერთი სტერეოტიპი რომელიც გავრცელებულია საქართველოში რომ ამერიკელები ურწმუნო და ურელიგიო ხალხია. პირველი კულტურლი შოკი რაც  ამერიკაში ჩამოსვლისას განვიცადე იყო ის, რომ ძალიან ბევრი ეკლესიაა და ძალიან ბევრი მორწმუნე ხალხია. თუმცაღა მორწმუნე ხალხს ვერ შეხვდებით დიდ ქალაქებში. რელიგიური ხალხი ძირითადად შუაგულ ამერიკაში ცხოვრობენ. ძალიან ბევრი ხალხი დადის ყოველკვირეულ წირვაზე. არსებობს რამოდენიმე მსხვილი რელიგიური მიმდინარეობა, რომელთაც საკმაოდ მრავალრიცხოვანი მრევლი ჰყავთ. ზოგიერთი მიმდინარეობა საკამოდ ლიბერალურია. შეიძლება იყოს ქალი მღვდელი, არ დევნიან ჰომოსექსუალებს და ა.შ. თუმცა არის ისეთი მიმდინარეობებიც რომლებიც ადვილად გაეჯიბრებიან მართმადიდებლურ ეკლესიას კონსერვატიზმში. ჩემი ფავორიტები არაინ შავკანიანების ეკლესიები. ზუსტად ჩემი სახლის გვერდზე არის ასეთი ეკლესია. ყოველ კვირას გამოპრანჭული შავკანიენები მოდიან და მთელი დღის განმავლობაში ესწრებიან წირვას. თან სხვადასხვა სიმღერებს მღერიან. აი ისეთებს ფილმებში რომ გვინახავს. სხვათაშორის მრევლი ძალიან კარგი ხალხია, ყოველთვის თბილად გესალმებიან და მოგიკითხავენ.

რასიზმი

ამჟამად ალბათ ყველაზე მტკივნეული პრობლემა ამერიკაში. საქართველოში ყველას ჰგონია რომ რასიზმი დიდი ხნის წინ მიეცა დავიწყებას ამერიკაში. სამწუხაროდ ეს ასე არ არის. იმისათვის რომ სრულად გაიგოთ ამ პრობლემის შესახებ აქ უნდა იცხოვროთ, თუმცაღა მე ჯერ კიდევ ვერ გავერკვიე ყველა ასპექტში. ერთი რამ რაც ვიცი არის ის რომ სიტყვა “Niger” გამოყენება კერძო საუბარშიც კი დაუშვებელია. შავკანიანები დღესაც განიცდიან დისკრიმინაციას თეთრების მხრიდან. შავკანიანები ასოცირდებიან კრიმინალთან და დაბალი ფენის საზოგადოებასთან. მაგალითად არავის არ უნდა ცხოვრება ისეთ უბანში სადაც ძირითადად შავკანიანები ცხოვრობენ, რადგან ამგვარ უბნებში ანუ “გეტოებში”არაფერი კარგი არ ხდება. ჩემი აზრით ეს შავკანიანების ბრალიც არის. რა თქმა უნდა ძნელია დააღწიო თავი გეტოს ცხოვრებას, როდესაც შენი მეზობელი ნარკომოვაჭრე ან კრიმინალია. შენც იზრდები ამგვარ გარემოში და ძალაუნებურად ხდები ამ საზოგადოების წევრი. მაგრამ თავის დაღწევა ყველას შეუძლია და ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ ეს შეუძლებელია. მოკლედ ეს საკმაოდ რთულია თემაა სადაც ჩემი აზრით ორივე მხარეა რაღაც წილად დამნაშავე. ერთი რამ რაც მინდა აღვნიშნო არის ის რომ რასიზმი ძირითადად ასოციერებულია შავკანიანებთან და ამ თემაზე ხუმრობაც კი დაუშვებელია, მაგრამ თავისუფლად შეგიძლიათ იხუმროთ ლათინოსებზე და აზიელებზე. შავკანიანების კულტურა ძალიან ახლოსაა ქართულ კულტრუსთან. მაგალითად ისინი დიდად აფასებენ ოჯახის კულტურას, დადიან ეკლესიაში, ხმამაღლა საუბრობენ ქუჩაში, მანქანაში ფანჯრები აქვთ ჩამოშვებული და მუსიკას ყველაზე მაღალ დონეზე უსმენენ.  ურთიერთობაში ძალიან თბილი და უშუალო ხალხია. სწორედ ამიტომ მათ “ჩემ ხალხს” ვეძახი. გასაკვირი არაა რომ ერთადერთი ადამიანი რომელთანაც ურთიერთობა მაქვს სამეზობლოში შავკანიანია!

პოლიტიკა

კიდევ ერთი ცრუ სტერეოტიპი. ყველას გვგონია რომ ამერიკის პილოტიკური სისტემა ეს არის ეტალონი. რომ აქ თავს იყრის საზოგადოების ყველაზე ინტელექტუალური  ნაწილი. სამწუხაროდ ეს ყველაფერი ტყუილია. მართალი გითხრათ ზოგიერთი პოლიტიკოსი აქ სოსო ჯაჭვლიანზე დიდი ინტელექტით არ გამოირჩევა. ყველაზე კომიკური აქაური ბიძინა ივანიშვილია, დონალდ ტრამპი. თუმცა ბიძინას გაცილებით მაღალ შეფასებას დავუწერდი ვიდრე ტრამპს. ყველაზე სამწუხაროა რომ ასეთი ადამიანი არის პრეზიდენტობის ერთერთი შესაძლო კანდიდატი და ამჟამად რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებს შორის მას ერთერთი ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. რამოდენიმე დღის წინ ტრამპი სიტყვით გამოდიოდა სადაც აღნიშნა რომ მას კარგი დამოკიდებულება ექნება ქალების მიმართ(იგი ითვლება ერთერთ ყველაზე ანტი ფემინისტად)

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევენებში სავარაუდოდ ჰილარი კლინტონი და ჯეფ ბუში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. სასაცილოა რომ 30 წლის განმავლობაში ამხელა ქვეყანაში მხოლოდ ორი ოჯახის წარმომადგენლები არიან ქვეყნის სათავეში. ესეც თქვენი ამერიკა!

სპორტი

ეს არის ქვეყანა სადაც სპორტი არამარტო გართობაა, არამედ ეს არის უდიდესი ბიზნესი. ყველა სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა ფიზკური კულტურის სწავლებას. ყველას აქვს შანსი გამოცადოს თავისი თავი ნებისმიერ სპორტის სახეობაში და თუ კარგი შედეგები ექნება შეიძლება სტიპენდიაც კი მოიპოვოს უნივერსიტეტისთვის. ტრადიციული ამერიკული სპორტის სახეობების გარდა, საკმაოდ პოპულარულია ფეხბურთი. თუმცა ვერაფერი ვერ შეედრება ამერიკულ ფეხბურთს. ყველა ამერიკელს, ეს იქნება მათხოვარი თუ პრეზიდენტი, ქალი თუ კაცი, ბავშვი თუ მოხუცი, ჰყავს ფავორიტი ფეხბურთის გუნდი. ცალკე საკითხია სუპერბოული, ანუ ამერიკული ფეხბურთის ფინალი. დღე როდესაც მთელი ქვეყანა უყურებს მატჩს და კომპანიები იხდიან დაახლოებით 4 მილიონ დოლარს 30 წამიანი რეკლამისთვის.

კვება

ეს არის ჭამა სმის ქვეყანა. კვების ინდუსტრია არის უმაღლეს დონეზე. გავრცელებული აზრი რომ ამერიკაში მარტო ჰამბურგერებს ჭამენ მტკნარი სიცრუეა. ეს არის ქვეყანა სადაც ნახავთ ყველანაირ სამზარეულოს, ასევე ამჟამად ძალიან პოპულარულია ექსპერიმენტალური სამზარეულოები, სადაც რამოდენიმე სხვადასხვა კულინარიული მიმდინარეობაა შერწყმული. მაკდონალდსი და სხვა სწრაფი კვების ობიექტები ძირითადად ღარიბებისთვისაა. რაც შეეხება პროდუქტების ხარისხს და ფასს. ზოგიერთი რამ საქართველოზე იაფია ზოგიც გაცილებით ძვირი. ხილბოსტნეული საქართველოში უკეთესია ნამდვილად. განსაკუთრებით პომიდორი.

განათლება

ამერიკა არის ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა რომ სწავლა სინათლეა და უსწავლელობა სიბნელე. თუ მიიღებთ მეტნაკლებად ნორმალურ განათლებას მაშინ გაქვთ შანსი იცხოვროთ ასე თუ ისე ნორმალური ცხოვრებით. თუ განათლებას ვერ მიიღებთ მაშინ მოგიწევთ სადმე სერვისის სფეროში სცადოთ თქვენი ბედი ან კრიმინალურ სამყაროში გადაეშვათ. სხვა საკითხია განათლების ფასი. საშუალო ამერიკელი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 40-50 ათასი დოლარიან ვალშია. თუ მაგისტრატურასაც დაამთავრებთ მაშინ თავისუფლად შეგიძლიათ ექვსნიშნა ვალი გქონდეთ ცხოვრების ადრეულ ეტაპზე. ეს სტუდენტური ვალები ყველას კისერზე აწევს, მაგრამ სამწუხაროდ არც ერთი პოლიტიკური პარტია დიდად ყურს არ იბერტყავს ამ პრობლემის გადასაჭრელად. ერთადერთი სფერო, რომელიდანაც შეძლებთ თქვენი ინვესტიციის ადვილად ამოგებას, არის ბიზნესი და მედიცინა. ასე რომ, კი ნამდვილად განათლების დონე მაღალია, მაგრამ აგრეთვე ძალიან ძვირია.

მედიცინა

კიდევ ერთი უაზროდ ძვირი სფერო. ყველა ამერიკელის პრობლემა, სამედიცინო დაზღვევა. თუ დაზღვევა არა გაქვს, სჯობს მოკვდე ვიდრე საავადმყოფოში წახვიდე. მარტივი მაგალითი ჩემს თავზე გამოვცადე. კბილზე გვირგვინის გამოცვლა დამიჯდა 1500 დოლარი. კიდევ კარგი დაზღვევამ უმეტესი თანხა დამიფარა. თუმცა აქაური სადაზღვეო კომპანიები ნამდვილი ყაჩაღები არიან. იგივე შეიძლება ითქვას ავტოდილერებზე, სატელეკომუნიკაციო კომპანიებზე, ბანკებზე და კიდევ ბევრ სხვა ორგანიზაციაზე.

ტრანსპორტი

ერთერთი ყველაზე დიდი პრობლემა ჩემთვის რომელსაც ჯერ კიდევ მთლიანად ვერ შევეგუე. გამომდინარე იქედან რომ ქვეყანა ძალიან დიდია და ყველგან დიდი სივრცეებია, გადაადგილების ძირითადი საშუელება ავტომობილია. თუ მანქანა არ გყავს, პრაქტიკულად მოწყვეტილი ხარ მთელ სამყაროს. მხოლოდ დიდ მეგაპოლისებში არის მეტროს და ავტობუსების მეტ-ნაკლებად გამართული სისტემა, სადაც შეგიძლია უმანქანოდ იცხოვრო. თუმცა მეტროს ფასი ისეთი ძვირია ვაშინგტონში, რომ რეალურად გიჯობს მანქანით წახვიდე დანიშნულების ადგილამდე. ჰო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, საწვავი იაფი ღირს. სამწუხაროდ დიდად არ არის განვითარებული რკინიგზის სამგზავრო სისტემა. მხოლოდ ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში თუ შეხვდებით სამგზავრო მატარებლებს. სხვაგან კი ან მანქანით უნდა იმოგზაუროთ, ან თვითმფრინავით. ხო, თვითმფრინავი აქ არ არის არანაირი ფუფუნების საგანი, განსხვავებით საქართველოსგან. დაახლოებით იგივე დონეა რაც ჩვენთვის საქალაქთაშორისო ავტობუსი ან მარშუტკა.

სამსახური

ქვეყანა სადაც თუ არ იმუშავებ, ვერ იარსებებ. თუ დარჩები უმუშევარი, სახელმწიფო რამოდენიმე თვის განმავლობაში გადაგიხდის გარკვეულ თანხას, ასე ვთქვათ შიმშილით რომ არ მოკვდე. უბრალო სამსახურის შოვნა პრობლემა არ არის, თუმცა მეტნაკლებად კარგი სამსახურის შოვნა პრობლემატურია. თან ამავე დროს საკამოდ დროში გაწელილი პროცესია. კონკრეტულად ჩემ შემთხვევაში აპლიკაციის გაგზავნიდან 5 თვეში დავიწყე მუშაობა. უნდა ავღინშნო რომ 100 ზე მეტ კომპანიაში გავაგზავნე აპლიკაცია და მხოლოდ ორგან დამიბარეს გასაუბრებაზე. სამსახურში ყველა ძალიან მეგობრულია და თავიდანვე ცდილობენ რომ მაქიმალური კომფორტი შეგიქმნან. ყოველ ორშაბათს ყველა გეკითხება თუ როგორ გაატარე შაბათ-კვირა. ყველა კომპანია ცდილობს შეინარჩუნოს კადრები, რადგან კვალიფიციური კადრების მოძიება პრობლემატურია და დროში გაწელილია. ყველაზე კომიკური იყო ის რომ ჩემმა HR მენეჯერმა მითხრა რომ თუ ვინმე ჩემ მეგობარს ან ახლობელს დავაწყებინებდი მუშაოაბას ჩვენს კომპანიაში, ამისთვის 500 დოლარ პრემიას მომცემდნენ. თავიდან ვერც კი გავაანალიზე რას მეუბნებოდა ეს ქალბატონი. შემდეგ გავამეორებინე და მივხვდი რომ ნამდვილად ამას მეუბნებოდა. ანუ კომპანია თუ აიყვანს ჩემს მიერ რეკომენდაცია გაწეულ ადამიანს სამსახურში ამისათვის მე დამაჯილდოვებენ, იმიტომ რომ ჩემი კომპანიისთვის კარგი კადრი მომყავს. საქართველოსთან ანალოგს ვერც კი გავაკეთებ.

ამინდი

სულ მეცინება როცა ხალხი სიცხეზე წუხს საქართველოში. თუ გინდათ ნამდვილი სიცხე განიცადოდ აქ უნდა ჩამოხვიდეთ. მთელი აღმოსავლეთ სანაპირო და სამხრეთი არის ძალიან ტენიანი და ზაფხულში წარმოდიგინეთ ისეთი მდგომარეობაა როგორც ბათუმში ძალიან ცხელ და ტენიან დღეს. გარეთ ხუთი წუთით გასვლაც კი ჯოჯოხეთურია, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. ერთი რაც კარგია, ყველგან არის კონდენციონერი ასე რომ თუ გარეთ არ ხარ, დიდად ვერ იგრძნობ სიცხეს. საუკეთესო ჰავა სადაც კი ვყოფილვარ  არის დასავლეთ სანაპიროზე. სამხრეთ კალიფორნია მუდამ მზიანი, ჩრდილეოთ კალიფორნია მთელი წლის განმავლობაში 20-25 გრადუსით, ორეგონი და ვაშინგოტნის შტატები კი უმეტესად წვიმიანი ამინდით გამოირჩევა.

უსახალკაროები ანუ ბომჟები

კიდევ ერთი თვალშისაცემი ფაქტი როდესაც პირველად ჩამოდიხარ ამერიკაში. უსახლკაროების დიდი რაოდენობა. ისინი არიან ყველგან, ზოგან მეტი, ზოგან ნაკლები. ძირითადად სულიერად დაავადებულები, ლოთები ან ნარკომანები არიან. ქუჩაში მათხოვრობით ირჩენენ თავს. სამწუხაროდ სახელმწიფო ვერ ან არ აქცევს ყურადღებას ამგავრ ადამიანებს. ზოგი შეიძლება საკმაოდ აგრესიულიც იყოს. ერთი რამ რაც ვისწავლე აქ, ქუჩაში არავის არ უნდა შეელაპარაკო. უბრალოდ იგნორი უნდა გაუკეთო ასეთ ხალხს.

ჩვეულებრივი ცხოვრება

ხალხი ძალიან მეგობრული და თბილია. ქუჩაში ყველა გესალმება. მაღაზიაში გამყიდველი გკითხავს როგორი დღე გქონდა, ხომ არ გადაიღალე, ოჯახში როგორ ხართ. თუმცა ყოველივე ამ ზედაპირული მოკითხვების მიღმა ჩემთვის საკმაოდ რთულია რეალურად უფრო ახლო ურთიერთობაში შესვლა ხალხთან. ჩემი ხასიათით ძალიან ღია და გახსნილი ვარ და ვცდილობ ყველასთან მეგობრული ვიყო. თუმცა უკუგება ყოველთვის ისეთი არ არის როგორიც მინდა. ყველას თავისი გრაფიკი და გეგმა აქვს. ვინმე რომ სახლში სადილზე დაპატიჟო ორი კვირით ადრე უნდა შეუთანხმო. ეს ერთი მხრივ კარგია რადგან ხალხი უფრო დალაგებულია და ყველაფერს წინასწარ გეგმავს. თუმცა საქართველოდან ჩამოსულს ზოგჯერ უბრალოდ სპონტანურად ლუდის დალევა მოგინდება მეგობართან ერთად, მაგრამ ეს არც თუ ისე ადვილია. დალევის ან სტუმრად წასვლის დღეები პარასკევი და შაბათია. ასევე კვირის ბრანჩი აქაური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. აგრეთვე ყველა სახლში არის მინიმუმ ერთი იარაღი. ჩემი აზრით სრულიად უაზრო და სულელური იდეა, რომ ყველას უნდა შეეძლოს თავისი დაცვა.

კიდევ ბევრი რამ მაქვს დასაწერი მაგრამ არ მინდა დიდი მოთხრობა გამომივიდეს. ცხოვრება სხვანაირია აქ. უფრო დაწყნარებული, დაგეგმილი. ლამის ერთი წელია აქ ვარ და უკვე ვფიქრობ და ვგეგმავ ჩემს საპენსიო ცხოვრებას. საქართველოში ეს აზრდაც არ მომსვლია არასდროს. ბევრი რამ მენატრება საქართველოდან. რა თქმა უნდა ოჯახი, მეგობრები, საჭმელი, სპონტანური გასვლა ქალაქგარეთ, დაუგეგმავი სტუმრობა მეგობართან. ასეა თუ ისეა ჯერ აქეთ ვარ და პენსიაზე რომ გავალ აუციელბლად საქართველოში გადმოსახლდები უკან. ან უფრო ადრეც.

P.S. ყველაზე მეტად ალუჩა და იმერული ყველი მენატრება და თუ ვინმე ვაშინგტონში აპირებთ ჩამოსვლას დიდად დამავალებთ თუ ხელს გამოაყოლებთ.

P.P.S. ყოველივე ზემოთ მონათხრობი არის ჩემი სუბიექტური აზრი და დაკვირვებები. არავის არ მინდა ჩემი შეხედულებები თავს მოგახვიოთ.

Posted in Uncategorized | Leave a comment

Batumi

Hot hot hot. heading to batumi with my car. hopefully my new car has an A/C. stopping several times on the road, finally  reached batumi  in the evening. once I go out from the tunnel in makhinjauri, I always scream: Im baaaaaack! yes Im back. Haven’t been here quiet a long time, about 9 months.  as always everything is under construction. what is amazing in batumi, is that once you come after a while you discover more and more new buildings. lodging in a hotel in the heart of old batumi just above a newly opened bar. what I really like in batumi is the old part. to be honest Im not very much into new constructions. may be in the future it will be nice, but Ive seen that kind of things in other cities. But old batumi is really unique. somehow it reminds me 19th century european small towns.  less people so far. I like batumi when its not crowded. I hate it in high season. Too much poeple and I think its not nice by that time.

As Im in the town, calling all my friends. yes I arrived! and my favorite phrase in batumi, as you first meet a person is: ras shobi? (whats up?). of cors first night ends with lots of beer drinking. actually all the other nights ended up in the same way.

next day. what to do? may be beach? its nice sunshine outside. calling my old frined and heading to tsikhisdziri. my favorite place in adjara. kind of virgin beaches. less people, nice sea, sunshine and good company. what can man dream more? spending there whole day and in the night suffering from sunburn.

next day. calling my new friends. charlie and his angels. volunteers in adjara. they teach english here. meeting, drinking, partying, dancing, having fun! to be honest, time spent with them, was the best which I had in batumi ever!

next day, next day, next day – drinking, partying, having fun, sleeping or 2-3 hours.

vinyl! Ive been here during my previous visits. nice, small bar int he heart of batumi. always smiling people. hanging out here everyday. what I really like here, it is very honest. owners the best guys ever! always good atmosphere.  really nice place and one day Ill have she same in tbilisi!

departure. I dont wana leave. I dont know why. maybe coz I got here new friends. anyway, Ill come back to this city and out of tunnel Ill scream: Im baaaaaaaaaaaaaaaaaack!

Posted in Uncategorized | Leave a comment

Svaneti again

08:17 sms from dave: Departure@10:00. Dave – pilot of twin otter which flies from tbilisi to mestia. packing up very quickly, forgetting some stuff but its my style. we got some charter flight to mestia so Im also with important guys. I always tell everyone, flight from tbilisi to mestia is the best flying experience u can ever have! U r just close to these huge mountains. Sometimes u think that u can even touch them. Shkhara, tetnuldi, ushba – flying across them and realizing how small we r in this world. Smooth landing, thanks to Mr. Pilot. meeting old friends. They always have smile on their face and the most valuable thing in svaneti is that these people r extraordinary sincere. There r some weird stories abt locals, but believe me – if these people see that u respect them, u will be the most honorable person for them! Its my 5th visit here. Mostly I was coming here in winter times and now when everything is green its really amazing! When u look at these small villages from the air, u cant imagine how these people come here or why. some say that from this place they r close to god! Meeting my lovely host larisa! Rare person, always smiling and u can feel that enormous positive energy that is coming out of her! Looking at the ten century old towers. unrealistic buildings. why did they built these towers is still a secret. some say coz of invasions, others say coz of family wars. these family wars even exists now. when I ask locals about it, they say its kind of frozen right now, but it will erupt some time in the future. its kind of vendetta tradition and lots of persons died coz of this. and the most ridiculous thing is the reason of these wars, which sometimes might be very primitive. having kubdari, meat pie. Its delicious  and is one of the reasons why I come to svaneti so often 🙂 In svaneti u feel like on other planet. where u dont have any problems, where r no sins and u feel up your soul with positive energy! this environment gives u motivation to do some positive stuff! this year I have a quest to climb up the Tetnuldi mountain(4,858 m). It will be my first ascend to this height and hopefully Ill do this!

If u want to see the miracle in this world, then come to svaneti!

Posted in Uncategorized | 4 Comments

I love metro

this is my first article on my blog. hope u wont judge me very strictly. I always liked public transport. since I got a car I use it rarely but I as soon as i get a chance I use it, especially metro/subway. so that night I got no car. 11 pm. have to go to city center. Dont want to use taxi. actually dont like taxi drivers. I think they r separate nation which are the same in every country trying to cheat u. so finally i got into metro. my old samgori station. nothing much changed from my childhood. except we dont use coins any more and some coffee machines. 23:20. not much people in metro. mostly drunk people going home. sitting in the vagon. two drunk man explaining to each other how do they love each other(its very common in georgia, nothing to deal with gay stuff). young guy probably a military servant, tired. a girl abt 35 years. holding a cigarette. kind of easy girl, but very ugly. teenager, probably going to some party. in front of me, a man probably same age as my dad. reading a newspaper. seems smart! couple in the end of vagon. they really found each other. looking and wondering how this people live, what they do. thats why i like public transport and especially metro. u meet a lot of different kind of people and I always try to guess what these people are. unfortunately metro is considered not very prestigious transport in my city, but still I think its the best. here u can really feel what r people abt. how they live, who they r! metro probably is the biggest heritage from soviet union which is present now in tbilisi. it reminds me my childhood and gives me some positive energy!

I love metro!

 

P.S. Deep in my thoughts I hardly realized that  stations are also announced in English. well good start for begining!

Posted in Uncategorized | 2 Comments

finally Im also here

well i dont know why but I made my blog. may be it it will be interesting. lets see

Posted in Uncategorized | Leave a comment